Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის "გულახდილი" მოლაპარაკება ჰქონდა პუტინთან უკრაინაზე, სირიასა და ირანზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, რომელმაც დღეს შეხვედრები გამართა რუსეთში, სოჭში, განაცხადა, რომ გულახდილი მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის, სირიის და ირანის გარშემო. კერიმ ეს ინფორმაცია გაავრცელა ტვიტერით მას მერე, რაც შეხვდა ვლადიმირ პუტინს და სერგეი ლავროვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა კერის უთხრა, რომ მოსკოვი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ვაშინგტონთან თანასწორი პარტნიორობის საფუძველზე, და რომ რუსეთი არ დამორჩილდება ზეწოლას, დათმოს თავისი სახელმწიფო ინტერესები. კერი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთს. სოჭში ჯონ კერის ვიზიტის ფონს ქმნის უკრაინის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლების განცხადება, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა სამი და დაიჭრა ერთი სამხედრო მოსამსახურე. სოჭის შემდეგ ჯონ კერი გაემგზავრა თურქეთში, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და დაბრუნდება ვაშინგტონში, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და არაბი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG