Accessibility links

ლავროვი: რუსეთი და აშშ წინააღმდეგი არიან ნაბიჯებისა, რომლებიც ზიანს მიაყენებს ურთიერთობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, რომელმაც დღეს შეხვედრები გამართა რუსეთში, სოჭში, განაცხადა, რომ გულახდილი მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის, სირიის და ირანის გარშემო. კერიმ ვლადიმირ პუტინთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის „სასწრაფო საჭიროებაა“გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. ლავროვის თანახმად, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა თავიდან აიცილონ ნაბიჯები, რომლებიც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას შემდგომ ზიანს მიაყენებდა. საუბარი მოსკოვსა და ვაშინტონს დაეხმარა, უკეთ გაუგონ ერთმანეთს, განაცხადა რუსმა მინისტრმა. კერიმ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ეწვია რუსეთს, თქვა, ასევე, რომ აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები გაუქმდება, თუ უკრაინაში ზავის შეთანხმება მთლიანად შესრულდება. სოჭის შემდეგ ჯონ კერი გაემგზავრა თურქეთში, ნატოს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG