Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

40-ზე მეტი ადამიანი შეეწირა კარაჩიში ავტობუსზე თავდასხმას


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, შიიტი მუსლიმების უმცირესობის სულ მცირე 43 წარმომადგენელი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა მაშინ, როცა ქალაქ კარაჩიში მათ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს შეიარაღებულმა პირებმა. პროვინციის პოლიციის შეფის, ღულამ ჰაიდერ ჯამალის თქმით, ავტობუსი შიიტი მუსლიმების სალოცავისკენ მიდიოდა, როცა იქ შეიარაღებული პირები ავიდნენ და მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანს გამოყოფილმა ჯგუფმა, ჯუნდულამ. მათმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ ჯგუფი გააგრძელებს თავდასხმებს შიიტებზე, ქრისტიანებზე და სხვა უმცირესობებზე. პაკისტანის მოსახლეობა 200 მილიონს უტოლდება, შიიტები მთელი მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენენ.

XS
SM
MD
LG