Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების გადაწყვეტილებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ​საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მინისტრების მოადგილეების მიერ 12 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას. კომიტეტის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებები უხეშად არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აქვთ იურიდიული ძალა და ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ე.წ. ხელშეკრულებების მსგავსი შეფასება პირველად აისახა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა. 12 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაშიგამოთქმულია სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რაც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს და თავისუფლებას. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG