Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობების პირებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს პრეზიდენტს


NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობების პირებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 52% აქვს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, 45% - პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და 44% - პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შორის პირველ ადგილზეა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. მას 44%-ით მოსდევს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და 26-26%-ს "დემოკრატიული მოძრაობის" და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები - ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი. მოწონების რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 87% აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

XS
SM
MD
LG