Accessibility links

logo-print

გამოკითხულთა 28% ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ხელისუფლების საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად


NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ გამოკითხულთა 28% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობაში გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ამავე მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება გამოკითხულთა 31%, 14% კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები, მას შემდეგ, რაც პრემიერის თანამდებობიდან გადადგა. გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 30%-ის აზრით კი, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და, ამასთან, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.

XS
SM
MD
LG