Accessibility links

logo-print

ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა 7 ადამიანი მოკლეს


ავღანეთის პოლიციის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა 13 მაისს ცეცხლი გაუხსნეს მუსლიმი სასულიერო პირების შეკრებას და შვიდი ადამიანი იმსხვერპლეს. სასულიერო პირების საბჭოს, რომელიც ავღანეთში უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტია, ბევრჯერ აქვს გამოცხადებული მხარდაჭერა უსაფრთხოების ძალებისთვის, რომლებიც თალიბანის მეამბოხეებს ებრძვიან. პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰში თალიბანის ორმა წევრმა მიიტანა იერიში საბჭოს შეკრებაზე. დაიღუპნენ ოთხი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი, დაიჭრა კიდევ შვიდი პირი. ძალადობის ადგილზე მივიდნენ ავღანეთის ძალები და სამსაათიანი სროლის დროს მოკლეს ორივე შეიარაღებული პირი. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავღანეთიდან გავიდა უცხოეთის ძალების უმეტესობა, თალიბანმა გაახშირა თავდასხმები. დღევანდელ თავდასხმაზეც თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG