Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: ნატო არ ცნობს რუსეთის "ხელშეკრულებებს" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო „არანაირად არ ცნობს ე.წ ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან“. თურქეთის ქალაქ ანთალიაში დღეს დაწყებულ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსთან ახლო თანამშრომლობასა და არსებითი პაკეტის განხორციელებას. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ეს მოიცავს საქართველოში საწრთვნელი ცენტრის გახსნას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებთა ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სტოლტენბერგმა ალიანსის მთავარ პრობლემად აღმოსავლეთის მიმართულებიდან „რუსეთის სულ უფრო და უფრო აგრესიული ქმედებები“, ხოლო სამხრეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდიოლოეთ აფრიკაში შექმნილი არასტაბილურობა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბძოლა დაასახელა.

XS
SM
MD
LG