Accessibility links

logo-print

"სოკარმა" სრულად დაუფინანსა ბაქოში ჩასვლა ათ ამერიკელ კონგრესმენს


აზერბაიჯანის ნავთობკომპანია „სოკარმა“ 2013 წელს, სავარაუდოდ, მთლიანად აუნაზღაურა ათ ამერიკელ კონგერსმენსა და მათი პერსონალის 32 წევრს ბაქოში მოწყობილი კონფერენციის ხარჯები. ეთიკის საკითხებზე კონგრესის კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით, „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ „სოკარმა“ 750 ათასი აშშ დოლარი დახარჯა აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციების სახელით, რათა დაემალა კონფერენციის დაფინანსების წყარო. ანგარიშის თანახმად, კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილებდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გუნდის სამი წევრი. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება, ამავე ანგარიშში წერია, რომ აშშ-ის კონგრესმენებმა და მათმა პერსონალმა საჩუქრად მიიღეს ბროლის ჭურჭელი, აზერბაიჯანული ხალიჩები და აბრეშუმის ყელსაბამები. „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპონდენტებმა ვერ დაადგინეს, გამოიყენეს თუ არა ამ კონგრესმენებმა თავიანთი თანამდებობა „სოკარის“ სასარგებლოდ. მათ ვერც იმის დამამტკიცებელი საბუთი მოიძიეს, რომ კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი დაფინანსების წყაროს შესახებ.

XS
SM
MD
LG