Accessibility links

კლიმკინი: საქართველოსთან ერთად ვიმუშავებთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის თქმით, უკრაინა მზად არის, საქართველოსთან ერთად იმუშაოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის. ასეთი პასუხი გასცა კლიმკინმა დღეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის შეკითხვას და დასძინა: „ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას, მახსოვს, ინტენსიური ურთიერთობა მქონდა ჩემს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან. ჩვენ შევისწავლით ამ სფეროებში ყოვლისმომცველი ურთიერთქმედების შესაძლებლობას“. კლიმკინმა გამოთქვა რწმენა, რომ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ამბიციაა, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროები ნატოს სტანდარტებს მიუახლოვონ. მინისტრს არ დაუზუსტებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის ჯარი საქართველოში დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში, თუმცა თქვა, რომ აპირებს, ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელოს თავის კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან.

XS
SM
MD
LG