Accessibility links

logo-print

მალაიზიის მთავრობამ ლტოლვილები არ შეუშვა


მალაიზიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მალაიზიამ უკან გააბრუნა გემი, რომელზეც 500 ლტოლვილი იმყოფებოდა ბირმიდან და ბანგლადეშიდან. მანამდე გემს საწვავი და სხვა აუცილებელი მარაგები შეუვსეს. გემი 13 მაისს მიადგა მალაიზიის ჩრდილოეთში, პენანგის შტატის სანაპიროს. ერთი დღით ადრე მალაიზიაში ახლომდებარე ლანგკავის კუნძულიდან 1000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. მალაიზიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 14 მაისს განაცხადა, რომ მალაიზიას არ გააჩნია იმიგრანტების ნაკადის მიღების საშუალება. მისი განცხადებით, მალაიზიის ხელისუფლება ჰუმანურად ექცევა იმიგრანტებს, მაგრამ „აქამდეც უნდა გვეთქვა, რომ მათ აქ სიხარულით არ ელიან“-ო. მალაიზიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისმა მთავრობამ ზეწოლა უნდა მოახდინოს ბირმაზე გადაჭრას კრიზისი, რომლის გამოც მუსულმანი უმცირესობა იძულებულია დატოვოს ქვეყანა და იმავე მალაიზიაში ეძებოს თავშესაფარი. ვრცელდება ცნობები, რომ მალაკის სრუტესა და მიმდებარე წყლებში ათასობით მიგრანტი იმყოფება გემებზე, რომლებიც მიატოვეს ტრეფიკინგში ჩართულმა კაპიტნებმა.

XS
SM
MD
LG