Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მსხვერპლით დასრულდა სასტუმროზე თავდასხმა


13 მაისს ავღანეთის დედაქალაქში მდებარე სასტუმროში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები, დახოცეს 5 და დაჭრეს 6 ადამიანი. მოკლულთაგან ერთი ამერიკელია, ორი კი - ინდოელი. ქაბულის „პარკ პალას ოტელში“ მყოფი კიდევ 54 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა რამდენიმესაათიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ. პოლიციამ გაანადგურა თავდამსხმელები. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილემ „ფრანს პრესს“ განუცხადა: „სამი თავდამსხმელი მოკლულია. მათ არ მიეცათ შესაძლებლობა თავი აეფეთქებინათ“.

XS
SM
MD
LG