Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადურმა ჭორი უწოდა გადადგომის თაობაზე პრესით გავრცელებულ ინფორმაციას


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჭორი უწოდა პრესით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება. „ახლა ჭორებზე საუბრის დრო არ არის, რადგან საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და ვიღაც ამის გადაფავას ცდილობს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება ლარის კურსის ვარდნას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სიტუაცია სრულიად მიუღებელია, რადგან კურსის მსგავს ცვალებადობას ეკონომიკური საკითხები არ განაპირობებს. „პირიქით, ბოლო დღეებში გაიზარდა შემოდინებები, ოდნავ გაიზარდა ექსპორტი და შემცირდა იმპორტი. ასე, რომ გვექნება კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და დავსვამთ შეკითხვებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

XS
SM
MD
LG