Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინი: ნატო და ევროკავშირი ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგანან


ნატოსა და ევროკავშირს სურთ, გააღრმაონ თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან ახალი მუქარებისა და ალიანსის სამხრეთის საზღვარზე მიმდინარე ძალადობის ფონზე. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ თურქეთში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ეს ორი ორგანიზაცია, მართალია, სხვადასხვა ხასიათისაა, მაგრამ ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგას. მოგერინის თქმით, ნატო და ევროკავშირი განიხილავენ რუსეთთან უკრაინის კრიზისის გამო არსებულ დაძაბულობას და, ე.წ „სამხრეთის კრიზისს“, რომელშიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირში მიგრაციის ტალღა იგულისხმება.

XS
SM
MD
LG