Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში ხანძარმა, სულ ცოტა, 72 ადამიანი შეიწირა


13 მაისს ფილიპინების დედაქალაქ მანილის ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა, სულ ცოტა, 72 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღეს სამაშველო რაზმების წევრები დამწვარ ორსართულიან შენობაში ეძებდნენ გვამებს. დამწვრობის მაღალი ხარისხის გამო გვამების ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ქარხანა ეკუთვნის კომპანია „კენტექსს“, რომელიც საშინაო და პლაჟის ფეხსაცმელს აწარმოებს. ხანძარი გამოიწვია საშემდუღებლო სამუშაოების დროს გაჩენილმა ნაპერწკალმა.

XS
SM
MD
LG