Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასობით ადამიანმა მიაგო პატივი კარიჩიში დაღუპულ შიიტებს


ასობით პაკისტანელმა პატივი მიაგო 13 მაისს, კარაჩიში დაღუპული 43 შიიტის ხსოვნას. შიიტები ავტობუსით მიემართებოდნენ თავიანთი სალოცავი ადგილისკენ, როცა მათ თავს დაეხსნენ შეიარაღებული პირები. თავდამსხმელებმა მგზავრები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. 14 მაისი პაკისტანში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს დასაფლავების კადრებს. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, პაკისტანის "თალიბანმა" და „ისლამურმა სახელმწიფომ“. "თალიბანის" რამდენიმე მებრძოლი თავს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსაც“ აკუთვნებს. პაკისტანის 200- მილიონიანი მუსლიმი მოსახლეობის 20%-ს შიიტები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG