Accessibility links

ქაბულის სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი


გაეროს ინფორმაციით, თალიბანის მიერ ქაბულის სასტუმრო „პარკ პალასზე" განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. სასტუმროს 54 ბინადარი, მათ შორის 45 უცხოელი, გადაარჩინეს. ამის შესახებ დღეს გაავრცელა ცნობა პაკისტანში გაეროს მისიამ. მოკლულთაგან ხუთი ავღანელი იყო, ცხრა კი უცხოელი, მათ შორის შვიდი მამაკაცი და ორი ქალი. ქაბულის პოლიციის უფროსის, აბდულ რაჰმან რაჰიმის ინფორმაციით, მოკლულთა შორის არიან აშშ-ისა და იტალიის თითო, და ინდოეთის ხუთი მოქალაქე. პოლიციელებმა მოკლეს თავდამსხმელები, რომლებსაც თვითმკვლელი მოიერიშეების ჟილეტები ეცვათ. ეს ინფორმაცია დაადასტურა ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილემ. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს გაუგზავნა ცნობა, რომელშიც პასუხისმგებლობა იკისრა თავდასხმისთვის. ​

XS
SM
MD
LG