Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლობა შესთავაზა ჯონ მაკკეინს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად დანიშნა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. უკრაინის ხელისუფლება ქმნის საგანგებო საბჭოს, რომელიც მას რეფორმების განხორციელებასა და კიევისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს. დღეს გამოცემული საპრეზიდენტო ბრძანებულების მიხედვით, ამ საბჭოს წევრები გახდებიან სენატორი მაკკეინი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი, ევროპის პარლამენტის წევრი, გერმანელი ელმარ ბროკი და ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ოსლუნდი. უკრაინის რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სენატორმა მაკკეინმა თავის "ტვიტერის" გვერდზე დაწერა, რომ მისთვის პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა საამისოდ სენატის თანხმობა დასჭირდება.​

XS
SM
MD
LG