Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე-კარასინის ფორმატი, შესაძლოა, გაფართოვდეს


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი, შესაძლოა, გაფართოვდეს. აბაშიძეზე დაყრდნობით, ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსი“. სააგენტოს მოჰყავს ქართველი დიპლომატის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ლოგიკურია, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმაც, რადგან მხარეები განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. აბაშიძემ დასძინა: „სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ის წინადადებები, რჩევები, თუნდაც კრიტიკა, რაც გვესმის ხოლმე ჩვენი კოლეგებისა თუ ოპონენტებისგან და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ". აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება პრაღაში.​

XS
SM
MD
LG