Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის სასამართლომ ბრალდება გაუუქმა მეორე მსოფლიო ომის გენერალს


ბელგრადის უზენაესმა სასამართლომ ბრალდება გაუუქმა მეორე მსოფლიო ომის გენერალს, დრაგოლიუბ მიხაილოვიჩს, რომელიც აქამდე ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმში იყო დადანაშაულებული. განაჩენი მიხაილოვიჩს 1946 წელს გამოუტანა მაშინდელი იუგოსლავიის კომუნისტურმა მთავრობამ, რის შემდეგაც ის სიკვდილით დასაჯეს და ისე დამარხეს, რომ საფლავის ადგილმდებარეობა არ გაუმჟღავნებიათ. სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდა მიხაილოვიჩის ასობით მხარდამჭერი. მუსლიმები და ხორვატები მიხაილოვიჩის შენაერთებს საზარელ დანაშაულებში სდებენ ბრალს. მიხაილოვიჩის სამართლებრივი რეაბილიტაციის პროცესი 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ბელგრადის სასამართლომ დაადგინა მისი სიკვდილის ზუსტი თარიღი - 1946 წლის 31 ივლისი.

XS
SM
MD
LG