Accessibility links

logo-print

ჩავუშოღლუ: "თურქეთი ნატოს გაფართოების მომხრეა"


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ნატოს მოუწოდა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე გამოცხადდეს ნატოს გაფართოება და ალიანსის რიგებში მიიღონ ახალი წევრები, მათ შორის საქართველოც. ეს განცხადება ჩავუშოღლუმ დღეს გააკეთა თურქეთის ქალაქ ანთალიაში, სადაც დასრულდა ნატოსა და ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრა. "თურქეთი ნატოს გაფართოების მომხრეა, თქვა ჩავუშოღლუმ. - ჩვენ დღეს ოთხი კანდიდატი გვყავს: ჩერნიგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. და ჩვენ გვსურს, 2016 წლის სამიტმა მიზნად დაისახოს ალიანსის გაფართოება."

XS
SM
MD
LG