Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდი: უკრაინის საზავო შეთანხმების დარღვევა დაუშვებელია


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა „დაუშვებელი“ უწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში საზავო შეთანხმების დარღვევის შემთხვევებს. ეს ოლანდმა განაცხადა დღეს, გერმანიის ქალაქ ახენში ყოფნისას - მას შემდეგ, რაც ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, პეტრო პოროშენკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, "არსებობს არეულობის განახლების საფრთხე". პოროშენკომ ცალკე გამართა მოლაპარაკებები ევროკომისიის პრეზიდენტ, ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. 2014 წლის აპრილის შემდეგ უკრაინაში ექვსი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.​

XS
SM
MD
LG