Accessibility links

logo-print

ლარი გაუფასურებას განაგრძობს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3632 ლარად იქნება შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0015 შეადგინა. უფრო საგრძნობლად გაძვირდა ევრო, რომლის ოფიციალური კურსი დღეს 2.7016 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0501 შეადგინა.

XS
SM
MD
LG