Accessibility links

logo-print

დახურული რეჟიმით განახლდა „კაბელების საქმის“ წინასასამართლო სხდომა


თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული რეჟიმით განახლდა წინასასამართლო სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე, რომლის გამოც ბრალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ახალი მტკიცებულება, რომლის გამოც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და დაცვის მხარეს დოკუმენტის გასაცნობად დრო დღის სამის ნახევრამდე მისცა. სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ ბრალად სდებს სახელმწიფო შესყიდვისას კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი მილიონი ლარის გაფლანგვაში. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

XS
SM
MD
LG