Accessibility links

logo-print

ერაყში თავს დაესხნენ სამთავრობო ადმინისტრაციის საცხოვრებელ კომპლექსს


ერაყის ოფიციალურ პირთა თქმით, დღეს ქალაქ რამადიში სამი თვითმკვლელი მოიერიშე თავს დაესხა სამთავრობო ადმინისტრაციის საცხოვრებელ კომპლექსს, რის შედეგადაც დაიღუპა ათი და დაშავდა, სულ ცოტა, შვიდი პოლიციელი. თავდამსხმელებს ბომბები მანქანებში ჰქონდათ დამონტაჟებული. რამადი ანბარის პროვინციის დედაქალაქია, სადაც ერაყის შეიარაღებული ძალები დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ეს თავდასხმა არის ექსტრემისტული გაერთიანების მორიგი მცდელობა, დაიპყროს ახალი ტერიტორიები.

XS
SM
MD
LG