Accessibility links

logo-print

დღეს გაასამართლებენ ოსამა ბინ ლადენის ყოფილ თანაშემწეს


დღეს განაჩენს გამოუტანენ ოსამა ბინ ლადენის ყოფილ მთავარ თანაშემწეს, ხალედ ალ-ფავაზს, რომელსაც ბრალად ედება 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოების დაბომბვა. ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ალ-ფავაზს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს. საელჩოებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 224 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის ათობით მოქალაქე. მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ თავად ალ-ფავაზს არ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი დაბომბვებში, მაგრამ პროკურატურა ალ-ფავაზს "ალ-ყაიდის" ლიდერად მიიჩნევს. 2012 წელს დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთში დაბადებული ალ-ფავაზის ექსტრადაცია მოახდინა. ​

XS
SM
MD
LG