Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: სერბია ჩვენი მთავარი პარტნიორია სამხრეთ ევროპაში


დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაღალი შეფასება მისცა მისი ქვეყნის თანამშრომლობას მოკავშირე სერბიასთან. ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ლავროვმა დასძინა, რომ მიესალმება თავისი კოლეგის, ივიცა დაჩიჩის განცხადებას, რომ სერბია არ გაწირავს რუსეთთან თავის ურთიერთობას იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. ლავროვმა შეშფოთება გამოთქვა ალბანეთის ლიდერების წინადადებაზე, გააფართოვონ მათი ქვეყანა, და მაკედონიაში მომხდარ მოვლენებზე, რომელთაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სერბიის გაზეთ „პოლიტიკასთან“ საუბრისას, ლავროვმა თქვა, რომ სამხრეთ ევროპაში სერბია მოსკოვის მთავარი პარტნიორია. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ლავროვი შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩსა და პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩს.

XS
SM
MD
LG