Accessibility links

მაკკეინმა უარი თქვა პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობაზე


აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინადადებას, ამ უკანასკნელის მრჩეველი გამხდარიყო. პოროშენკომ მსოფლიოს სხვადასხვა ოფიციალურ პირს სთხოვა, შეუერთდნენ საგანებო საბჭოს, რომელიც მას რეფორმების განხორციელებასა და კიევისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, მაკკეინი წერს, რომ კონსტიტუციური შეზღუდვების გამო, ვერ დაიკავებს შეთავაზებულ პოსტს, მაგრამ ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის "აღვირახსნილი აგრესია“ უკრაინის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG