Accessibility links

რუსეთი მზად არის, "მისტრალების" სანაცვლოდ საფრანგეთისგან ნაღდი ფული მიიღოს


რუსეთი მზადაა, საფრანგეთისგან მიიღოს ნაღდი ფული "მისტრალის" ტიპის ორი საბრძოლო ხომალდის სანაცვლოდ. პარიზი განიცდის დასავლელ მოკავშირეთა ზეწოლას, არ მიჰყიდოს ეს ხომალდები მოსკოვს, უკრაინაში ამ უკანასკნელის ქმედებების გამო. მიმდინარე წლის აპრილში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ფრანსუა ოლანდმა, სომხეთში ყოფნისას განიხილეს კონტრაქტის პირობები. დღეს ერთ-ერთ გაზეთთან საუბრისას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმაოფიციალურად მიმართა რუსეთს კონტრაქტის გაუქმების წინადადებით. მანვე დასძინა, რომ ეს საკითხი დიდად არ გაართულებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. „პრინციპი შემდეგია - ან საქონელი ან ფული“ - თქვა პესკოვმა. გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, მოსკოვი პარიზისგან კომპენსაციის სახით 1,16 მილიარდ ევროს ითხოვს, საფრანგეთი კი მას მხოლოდ 785 მილიონს სთავაზობს. ამ საკითხზე პესკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.​

XS
SM
MD
LG