Accessibility links

logo-print

ლავროვი: რუსეთის გაზს შეუძლია, სტაბილურობა მოუტანოს ევროპას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მილსადენის გაყვანას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, ბუნებრივი აირი შავი ზღვიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გაიგზავნოს. ამის შესახებ ლავროვმა ისაუბრა დღეს, სერბიის დედაქლაქ ბელგრადში, რომელსაც ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. „ეს მილსადენი, რომელმაც შეიძლება გაიაროს საბერძნეთის, მაკედონიის, სერბიისა და უნგრეთის ტერიტორიაზე, ევროპას მოუტანს სტაბილურობას ენერგეტიკის სფეროში“. აშშ მხარს უჭერს ტრანსადრიატიკის მილსადენს, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის გაზის გადაქაჩვას კასპიის ზღვიდან იტალიის მიმართულებით. შარშან რუსეთმა გააუქმა სამხრეთ ევროპასთან მილსადენის გაყვანის გეგმები დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის გამო. ლავროვის თქმით, თუ ევროკავშირს ენერგოუსაფრთხოება სურს, მაშინ „ბრიუსელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ იდეის რეალობად ქცევაში“.

XS
SM
MD
LG