Accessibility links

logo-print

"ნოვაია გაზეტა" უარყოფს თავის კორესპონდენტზე გავრცელებულ ინფორმაციას


რუსეთის „ნოვაია გაზეტა“ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი კორესპონდენტი, ელენა მილაშინა, გაიქცა ჩეჩნეთიდან მას შემდეგ, რაც სიკვდილით დაემუქრნენ. მილაშინა აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას ტინეიჯერი ჩეჩენი გოგონასა და ადგილობრივი პოლიციის უფროსის ქორწილთან დაკავშირებით. 14 მაისს „ნოვაია გაზეტამ“ დაწერა, რომ მილაშინა ჩეჩნეთის პოლიციამ დააკავა და ურჩია, თავს გაუფრთხილდეს. იმავე დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ მილაშინას სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო, „ნოვაია გაზეტამ“ ის გაათავისუფლა საგანგებო დავალებისგან და რუსეთში დააბრუნა. მაგრამ დღეს გამოქვეყნებულ ცნობაში გაზეთმა ეს მიზეზი უარყო და თქვა, რომ მილაშინას „სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მოსკოვში დაბრუნება“. ​

XS
SM
MD
LG