Accessibility links

logo-print

რუსეთი "დაუშვებლად" მიიჩნევს ნატოს გაფართოებას


ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრ გრუშკომ თქვა, რომ მისი ქვეყანა გააძლიერებს სამხედრო ყოფნას ყირიმში იმის ფონზე, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას გეგმავს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ გრუშკოს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი დაუშვებლად მიიჩნევს ნატოს გაფართოებულ სამხედრო ყოფნას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გრუშკომ ასევე მოუწოდა აშშ-ს, ევროპიდან გაიტანოს ატომური იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სერიოზულად შეუშლის ხელს ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასო - დასძინა რუსმა დიპლომატმა. გრუშკოს სიტყვების ფონია ლიტვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები აპირებენ, მათ ტერიტორიებზე ალიანსის მუდმივი ბრიგადის განთავსების თხოვნით მიმართონ ნატოს. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შიშობენ, რომ უკრაინის კრიზისის შემდეგ, შესაძლოა, თავად გახდნენ რუსეთის სამიზნე.

XS
SM
MD
LG