Accessibility links

logo-print

ყირიმში პატიმრობა მიუსაჯეს მაიდნის აქტივისტს


დღეს ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლში სასამართლომ ოთხი წლით და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაიდნის აქტივისტს, ალექსანდრ კოსტენკოს. იგი დამნაშავედ სცნეს 2014 წლის თებერვალში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დროს, უკრაინის უშიშროების ძალებზე თავდასხმის მოწყობაში. იმავე წლის მომდევნო თვეში ყირიმის ანექსია განახორციელა რუსეთმა, რომელიც მაიდნის აქციებსა და იანუკოვიჩის გადაყენებას დასავლეთის ქვეყნების "მზაკვრულ" გეგმას უკავშირებს. კოსტენკო ასევე დაადანაშაულეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენასა და ტარებაში. მან ბრალდებები უარყო და თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. კოსტენკოს ადვოკატმა განაჩენს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

XS
SM
MD
LG