Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა დაიწყო მასშტაბური ოპერაცია თალიბანის წინააღმდეგ


პაკისტანის არმიამ ჩრდილო-დასავლეთის მთიან რეგიონში, ჩრდილოეთ ვაზირისტანში იერიში მიიტანა თალიბანის სამიზნეებზე. სამხედრო ვერტმფრენებმა 15 მაისს დილით ადრე ცეცხლი გაუხსნეს სავარაუდოდ თალიბანის სამალავებს. როგორც იუწყებიან, შეტაკებისას მოკლეს სულ მცირე 15 სავარაუდო ექსტრემისტი. ადგილობრივი ხალხის ინფორმაციით, რეგიონსჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიუახლოვდნენ სამხედროები. თალიბანი თითქმის სრულად აკონტროლებდა ჩრდილოეთ ვაზირისტანს მანამ, სანამ არმიამ იქ იერიში განახორციელა, 2014 წლის ივნისში. თალიბანი კვლავაც აკონტროლებს შავალის ხეობას და მას იყენებს პაკისტანის სამხედროებზე თავდასხმების მოსაწყობ ცენტრად. პაკისტანის თალიბანი ავღანეთის თალიბანის მოკავშირეა, მათ იდენტური ჯიჰადისტური იდეოლოგია აქვთ. თუმცა პაკისტანის თალიბანი დამოუკიდებლად მოქმედებს და მიზნად ისახავს პაკისტანის სახელმწიფოს დამხობას და იქ მკაცრი ისლამისტური მმართველობის შემოღებას.

XS
SM
MD
LG