Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დამხობილ პრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი შეეფარდა


ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა შეუფარდა ქვეყნის დამხობილ პრეზიდენტ მოჰამედ მურსისა და მის მომხრე პარტია „მუსულმანთა საძმოს“ ასამდე წევრს, რომლებიც დამნაშავედ სცნო 2011 წელს ციხიდან მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში. რკინის გისოსებში მჯდომი მურსი კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებას მუშტის აღმართვით შეხვდა. სასიკვდილო განაჩენი პროცედურის თანახმად თავდაპირველად განსახილველად ეგვიპტის სასულიერო ხელისუფალს, მუფთის გადაეცემა, თუმცა მისი გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო და სასიკვდილო განაჩენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 2 ივნისს გამოიტანს.

XS
SM
MD
LG