Accessibility links

ირანი ჩაგრული ხალხების“ დაცვის პირობას დებს


ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყველანაირად დაეხმარება რეგიონის“ ჩაგრულ ხალხებს“. ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ხამენეიმ დაჩაგრული ქვეყნები „იემენს, ბაჰრეინსა და პალესტინას უწოდა. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ხამენეის ამ სიტყვებს აღიქვამენ, როგორც დამატებით მტკიცებულებად იმისა, რომ ირანი ცდილობს გააფართოოს მისი გავლენა რეგიონზე. სპარსეთის ყურის ლიდერები 14 მაისს შეხევდნენ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც დაარწმუნა ისინი, რომ მათ ქვეყნებს საგარეო საფრთხის, მათ შორის „ირანის მადესტაბილიზებელი ქმედებებისაგან“ დაიცავს.

XS
SM
MD
LG