Accessibility links

logo-print

თამარ ბერუჩაშვილი რიგის სამიტის წინ ევროკავშირს წერილით მიმართავს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს რიგის სამიტზე მკაფიოდ დააფიქსირონ მზაობა რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ. „ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია წარმოადგენს იმ ხელშესახებ ჯილდოს რეფორმებისთვის, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ და ახალ ბიძგს მისცემს შემდგომ ძალისხმევას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ის იქნება ერთგვარი სიმბოლო იმისა, თუ რა სარგებლის მიღება შეიძლება საქართველოს სახელმწიფოსთან რეინტეგრაციით, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ის რეფორმების ნამდვილ სტიმულად იქცევა“, - ნათქვამია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის სტატიაში, რომელიც ევროპის რამდენიმე გამოცემაშია გამოქვეყნებულია.

XS
SM
MD
LG