Accessibility links

უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტებთან შეტაკებაში


უკრაინის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევისა და ცეცხლის გახსნის შედეგად. სამხედრო უწყების წარმომადგენლის ოლექსანდ მოტიზიანიკის თქმით, 16 მაისს პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა სამთავრობო ჯარებზე იერიშები მიიტანეს ქალაქ დონეცკისა და აზოვის ზღვაზე მდებარე ქალაქ მარიუპოლის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ შიროკინოს მიმართულებიდან. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 13 მაისს თქვა, რომ 83 ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თებერვალში მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

XS
SM
MD
LG