Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა სპეცრაზმმა სირიაში ექსტრემისტების ერთ-ერთი ლიდერი მოკლა


ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებმა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ საიაფი მოკლეს აღმოსავლეთ სირიაში. თეთრი სახლის 16 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი იერიშის განხორციელების ბრძანება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა. აბუ საიფი ექსტრემისტულ დაჯგუფებაში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და საფინანსო ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი.

XS
SM
MD
LG