Accessibility links

logo-print

კიშინიოვში რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა


ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინოვში გამართულ მარშში, რომლის მთავრი მოთხოვნა იყო მოლდავეთისა და რუმინეთის გაერთიანება. აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მარშში 25 ათასი კაცი მონაწილეობდა, პოლიციამ კი დემონსტრაციაზე მხოლოდ 5 ათასი კაცი დათვალა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთ შანსს რუმინეთთან გაერთიანება წარმომადგენს. ორგანიზატორებმა აქცია დაამთხვიეს რუსეთის იმპერიის მიერ ბესარაბიის ოკუპაციის 203-ე წლისთავს.

XS
SM
MD
LG