Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ქალაქ პალმირიას უტევენ


მძიმე ბრძოლების შესახებ იუწყებიან სირიის ისტორიული ქალაქ პალმირიიდან, სადაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიის არმიას უტევენ. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე. ჯგუფი იუწყება, რომ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ქალაქის დასავლეთში 13 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს 23 კაცი, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები და ქალები.

XS
SM
MD
LG