Accessibility links

logo-print

კვირას ერაყის სამთავრობო ჯარებმა გაიმაგრეს პოზიციები ქალაქ რამადიში


კვირას ერაყის სამთავრობო ჯარები აძლიერებდნენ თავიანთ პოზიციებს ქალაქ რამადიში, სადაც გრძელდება დიდი მასშტაბის ბრძოლები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რომელმაც ქალაქის უდიდესი ნაწილი დაიკავა 15 მაისს. მთავრობის მომხრე სუნიტურმა დაჯგუფებებმა და ერაყის სამთავრობო ჯარებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო მხარდაჭერით აიძულეს „ისლამური სახელმწიფო“, უკან დაეხია მძიმედ დაცული გამაგრებული სამთავრობო კომპლექსიდან, რომელიც მის ხელში იმყოფებოდა. როგორც იტყობინებიან, ისლამისტმა ექსტრემისტებმა უკან დახევისას რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

XS
SM
MD
LG