Accessibility links

logo-print

ქაბულის აეროპორტთან დანაღმული ავტომანქანით იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, ქაბულის აეროპორტის მახლობლად თვითმკვლელმა ავტომანქანით მიიტანა იერიში უცხოური უშიშროების ძალების ავტოკოლონაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში ევროპის კავშირის საპოლიციო მისიიდან, ეუპოლიდან, და ორი ავღანელი ქალი. ეუპოლმა დაადასტურა, რომ 17 მაისს ავღანეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, როცა თვითმკვლელმა მოიერიშემ ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მსუბუქი ავტომანქანა დააჯახა ავტოკოლონას. აფეთქების შედეგად დაიჭრა 18 ადამიანი, მათ შორის ეუპოლის სამი თანამშრომელი.

XS
SM
MD
LG