Accessibility links

ჩეჩნეთში სკანდალურმა ქორწინებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია


47 წლის ჩეჩენი პოლიციელის, ნაჟუდ გუჩიგოვისა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევას ქორწინება, შესაძლოა, რეგისტრაციაში გაატარა არა მმაჩის ბიუროს თანამშრომელმა, არამედ ადგილობრივმა რადიოწამყვანმა. ამის შესახებ გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი ელიზავეტა სურნაჩევა იტყობინება ფეისბუკზე. შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის, გუჩგოვისა და 17 წლის მოსწავლის, გოილაბიევას ქორწილი 16 მაისს გაიმართა გროზნოში. ქორწინების ცერემონიას დაესწრო ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მაგომედ დაუდოვი, ქორწილში კი რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი მივიდა. აპრილში „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ გუჩიგოვს უკვე ჰყავს ცოლი, გოილაბიევა კი საკუთარი ნებით არ მიჰყვება მას ცოლად. მაგრამ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო ეს ცნობა. შაბათს ქორწინების წინ მმაჩის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გოილაბიევს პასპორტში არა აქვს ქორწინების დამადასტურებელი შტამპი.

XS
SM
MD
LG