Accessibility links

logo-print

რამზან კადიროვმა ჯოხარ ცარნაევს აშშ-ის სპეცსამსახურების მსხვერპლი უწოდა


ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა აშშ-ის სპეცსამსახურების მსხვერპლი უწოდა ჯოხარ ცარნაევს, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტისთვის. ამის შესახებ კადიროვმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია. „ამერიკის სპეცსამსახურებს, რომლებსაც ბოსტონის ტრაგედიაში თანამონაწილეობაში სდებენ ბრალს, მსხვერპლი სჭირდებოდათ. მათ ცარნაევი შესწირეს მსხვერპლად“, წერს კადიროვი. კადიროვის თქმით, მას არ სჯერა, რომ „ძმებმა ცარნაევებმა აშშ-ის სპეცსამსახურების ცოდნის გარეშე შეასრულეს ეს ტერაქტი, თუკი საერთოდ შეასრულეს“.

XS
SM
MD
LG