Accessibility links

დონბასში შეიპყრეს ორი რუსი სამხედრო


უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთში ორი რუსი ჯარისკაცი შეიპყრეს. სპეცოპერაციის შტაბის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები არიან. რუსეთის თავდაცვის უწყება ამ ცნობაზე კომენტარს არ აკეთებს. ინტერნეტით გავრცელდა 16 მაისს გადაღებული ვიდეო ასეთი კომენტარით: „დაკავებულია რუსეთის ფედერაციის ორი სამხედრო მოსამსახურე - სერჟანტი ალექსანდროვი ალექსანდრე ანატოლის ძე და კაპიტანი ეროფეევი ევგენი ვლადიმირის ძე. უშუალოდ დაკავებამდე მათ მოკლეს ჩვენი ვადიკ პუგაჩოვი - ექვსი ტყვიით. საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრნენ და ტყვედ ავიყვანეთ“. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ ტყვედ ჩავარდნილები არიან დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცერი და სერჟანტი. ტოლიატის სპეცრაზმის ერთი დღეღამის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა უკრაინის არმიის სამი ჯარისკაცი, 17 დაიჭრა. უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ სეპარატისტები ისვრიან იმ კალიბრის საარტილერიო იარაღიდან, რომლის გამოყენება მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები 17 მაისს ცეცხლს უშენდნენ დონეცკს, გორლოვკასა და შიროკინოს.

XS
SM
MD
LG