Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" რამადი აიღო


ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა 17 მაისს აიღეს რამადი, ერაყის დასავლეთში ანბარის პროვინციის დედაქალაქი და განდევნეს იქიდან ერაყის ძალები, მიუხედავად იმისა, რომ მათ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერა ჰქონდათ. „რამადი დაეცა“, განაცხადა მუჰანად ჰაიმურმა, ანბარის გუბერნატორის წარმომადგენელმა - „ქალაქი მთლიანად აიღეს, ეს საბოლოო განადგურება იყო. სამხედროები გარბიან“. 17 მაისს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ უშიშროების ძალებს უბრძანა არ დაეტოვებინათ თავიანთი საგუშაგოები ანბარში და შიიტ მეომრებს კი მოუწოდა უმეტესად სუნიტებით დასახლებულ პროვინციაში შესვლისკენ მზადყოფნისკენ. გასულ კვირაში მეამბოხეები შეიჭრნენ რამადიში. 15 მაისს დაიკავეს სამთავრობო შენობები და ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილები. აშშ-ის სამხედრო უწყების თანახმად, 24 საათის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე განხორციელდა 18 საჰაერო დარტყმა, მათ შორის 7 - რამადის მახლობლად. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 500 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რამადიზე იერიშის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG