Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალმირისთვის ბრძოლას ემსხვერპლა 300-მდე ადამიანი


ბრიტანეთში არსებული „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის ქალაქ პალმირისთვის რამდენიმედღიან ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქზე იერიში წამოიწყო, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" 17 მაისის ინფორმაციით, დაიღუპა სირიის არმიის 123 ჯარისკაცი, „ისლამური სახელმწიფოს“ 115 მეომარი და 57 მშვიდობიანი მოქალაქე. ობსერვატორია თავის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სირიის მთავრობის ძალების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების პალმირის ჩრდილოეთი ნაწილიდან განდევნის ფონზე. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები ჯერ კიდევ ერთ კილომეტრში არიან პალმირის არქეოლოგიური და სამუზეუმო ნაწილიდან.

XS
SM
MD
LG