Accessibility links

logo-print

საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ავსტრიის პრეზიდენტი


საქართველოში ორდღიან სახელმწიფო ვიზიტს იწყებს ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და ჰაინც ფიშერი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი სამთავრობო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. ხვალ თბილისში გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი.

XS
SM
MD
LG