Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ნავთობის ექსპორტის გაზრდის იმედი აქვს


ირანი იმედოვნებს, რომ მსოფლიოს ექვსეულთან შეთანხმების მიღწევიდან სამ თვეში გაზრდის ნავთობის ექსპორტს იმ დონემდე, რაც სანქციების დაწესებამდე ჰქონდა. 18 მაისს ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ როკნადინ ჯავადიმ „როიტერზს“ განუცხადა, რომ იმედი აქვს ირანი „დაუბრუნდება ნავთობის ექსპორტის სანქციებამდელ დონეს“. ჯავადიმ განაცხადა, რომ ირანის მიზანია ექსპორტმა მიაღწიოს დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელს დღეში. როკნადინ ჯავადი არის ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის მმართველი დირექტორიც. ის იმყოფება მალაიზიაში, სადაც ტარდება აზიის ნავთობისა და გაზის კონფერენცია.

XS
SM
MD
LG